სიახლეები
სკოლები

„გამოჩენილი ადამიანების ცხოვრება“- საინტერესო პროექტი არხილოსკალოს საჯარო სკოლაში
14-03-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლასა და მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, IX კლასში, რუსული ენის მასწავლებელმა  მაყვალა ბურდულმა, თემის - „გამოჩენილი ადამიანების ცხოვრება“, შესწავლის შემდეგ განახორციელა პროექტი ამავე სახელწოდებით.

ხელმისაწვდომი რესურსებითა და მოძიებული ინფორმაციით მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს შესწავლილი თემა, აქტიურად, დიდი პასუხისმგებლობით გააკეთეს აღნიშნული პროექტის საბოლოო პროდუქტიც - კედლის გაზეთი, რომელმაც საკლასო ოთახი დაამშვენა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლებული ადამიანისთვის რუსული ენის ცოდნა. წარმოადგინეს მათთვის საინტერესო ადამინების შესახებ ინფორმაცია ფოტო მასალით.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს არ დავიწყებიათ სოფლის სასახელო სპორტსმენი ლაშა ბექაური, რომელმაც თავისი საყვარელი სოფელი მსოფლიოს გააცნო.

პროექტი დადებითად შეაფასა მასწავლებელმა: „იმდენად გახალისდნენ მოსწავლეები, რომ სამომავლო პროექტის იდეაზე დაიწყეს ფიქრი“. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელს და მოსწავლეებს განხორციელებული პროექტისთვის და წარმატებას უსურვებს მათ. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია

ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა

23 გრადუსიანი ყინვა, ქარბუქი, ზვავსაშიშროება... - 1-2 მარტის ამინდის პროგნოზი ცნობილია

„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას

მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე

მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს

საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება