მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლების ხელმძღვანელობით, გაზაფხულის შემობრძანებასთან ერთად 3 და 8 მარტი განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნეს.
„ღონისძიებაზე, მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და თბილი სიტყვებით მოეფერნენ დედებს“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეთა შემოქმედობითობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა და დადებითი ემოციებით დამუხტა.
სკოლაში, აღნიშნული კლასების დამრიგებლებს: ნონა ნაცვლიშვილს, მთვარო ჭელიძეს, ლალი დარბაისელს, მაცაცო პაიჭაძე-ონიანს და მოსწავლეებს ლამაზი დღისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა