მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერთი ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლაში, გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - 3 და 8 მარტი შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა. ზეიმზე, I კლასის მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები დედაზე და ასე მიულოცეს ყველას გაზაფხულის დღესასწაულები.
აქტივობების მეშვეობით ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს და სკოლაში დადებითი ატმოსფერო შექმნეს.
„მადლობა ჩემს პატარებს, ჩემს საოცარ გოგო-ბიჭებს, მათ დედიკოებსა და მუსიკის მასწავლებელს - თამარ ვაყელიშვილს ამ დღისთვის. ყველას გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულებს“, - აღნიშნავს პედაგოგი ეკა ქიტესაშვილი.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები