მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N175 საჯარო სკოლის მე-3გ კლასში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „გაზაფხული, ქალი, დედა“, გაიმართა.
ღონისძიებაში კლასის ყველა მოსწავლე დიდი სიამოვნებითა და ხალისით ჩაერთო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი იყო გაზაფხულის მშვენიერების აღქმა, ქალის როლის გაცნობიერება და დედის, როგორც სიცოცხლის საწყისის პატივისცემა იყო.
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები დედაზე, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მოსმენის, მხატვრული კითხვის, აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარები.
მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქალის როლი საზოგადოებაში, ოჯახში, ისაუბრეს იმაზე, რომ ვერც ერთი ბალადა, ვერც ერთი ჰიმნი წარმოთქმული ადამიანისაგან, ვერ იტყვის სრულიად ქალის სადიდებელს.
ღონისძიებაზე, 3 მარტი განსაკუთრებით მიულოცეს ცხრაშვილიან დედას შორენა აბაზაშვილს და ოთხი შვილის დედას თამუნა ბუსკივაძეს, აგრეთვე იმ ქალბატონებს, რომლებიც სულ მალე კიდევ ერთხელ გახდებიან დედები.
ღონისძიება ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით აღსავსე და დაუვიწყარი აღმოჩნდა არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მათი მშობლებისა და სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს