მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებული, შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა.
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, ფერადად მორთულ სასკოლო სივრცეში საინტერესო ინსცენირებები გაითამაშეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, დედებსა და ქალ პედაგოგებს კი გაზაფხულის დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს.
მოსწავლეებმა, ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვებიც გააჟღერეს: „რა საჭიროა 8 მარტი, ყველა დღე ხომ ისედაც ქალებისაა!“; „განა ყველა დღე მილოცვით იწყება?“; „ყველა დღეს ჩუქნით ქალს ყვავილებს?“; „ყველა დღეს უძღვნით ლექსს?“; „ყველა დღეს ახარებთ საჩუქრით?“; „განა ბევრი დღეა წელიწადში, რომლებიც ქალის დღისადმი არის მიძღვნილი?“; „განა ქალის ყოველი დღე ერთმანეთს არ ჰგავს?“; რატომ არ უნდა იყოს ეს ერთი დღე ქალისთვის განსაკუთრებული? - მოსწავლეებმა იმსჯელეს აღნიშნულ კითხვებზე.
ღონისძიებაზე, ქალთა დღის დაარსების ისტორიაც განიხილეს და სასკოლო საზოგადოებას გააცნეს.
ბოლოს კი, მისალოცი სიტყვებით: „გილოცავთ, ქალბატონებო, 8 მარტს! გისურვებთ ბედნიერებას, კარიერულ წინსვლას, სიხარულს და იმას, რომ ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესი იყოს“, - დაგვირგვინდა ღონისძიება, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა და მაყურებელი დაუვიწყარი ემოციებით აავსო.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები