მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც როგორც მოსწავლეთა სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობაზე, ისე მიღწევებზე აისახება. მათ შორის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს მაგიდის ჩოგბურთის მუნიციპალურ პირველობაში.
მაგიდის ჩოგბურთში ხულოს მუნიციპალიტეტის პირველობა საჯარო სკოლებს შორის 9-10 მარტს, ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, ოთხ ასაკობრივ ჯგუფში დაბადებულ ვაჟებსა და გოგონათა შორის გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საჯარო სკოლის ნაკრები გუნდები.
უნდა აღინიშნოს მონაწილეთა მაღალი ჩართულობა. შეჯიბრებაში მონაწილეობდა 150- მდე სპორტსმენი, დაკომპლექტდა ნაკრები გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა შეჯიბრებებში. გამოვლინდნენ ჩემპიონები და პრიზიორები ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ ტურნირში შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. მათი მიღწევები შთამბეჭდავია:
ვაჟთა შორის (2013-2014-2015 წ.წ-ში დაბადებულები)
გოგონათა შორის (2011-2012 წ.წ-ში დაბადებულები - მინი კადეტები)
III ადგილი ლანა ოჯახიშვილი - განახლების საჯარო სკოლა;
გოგონათა შორის (2009-2010 წ.წ-ში დაბადებულები - კადეტებში)
I ადგილი ელისაბედ კოჩალიძე - განახლების საჯარო სკოლა.
ვაჟთა შორის (2009-2010 წ.წ-ში დაბადებულები - კადეტები)
II ადგილი ნიკა ართმელაძე - განახლების საჯარო სკოლა.
ვაჟთა შორის (2006-2007-2008 წ.წ-ში დაბადებულები - იუნორები)
III ადგილი გიორგი ოჯახიშვილი განახლების საჯარო სკოლა.
სოფელ განახლების საჯარო სკოლა სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს გამარჯვებულებს, მონაწილეებს სპორტის მასწავლებელს - გია ბოლქვაძეს აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს