მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები Etwinning-ის სამ საერთაშორისო პროექტში აქტიურად მონაწილეობენ.
პროექტებს - Save the Earth - Sustainable development goals - cooperation for common goa და Projekt - Cyberbullying - crime or normalized online violence, ხელმძღვანელობს ნანი თოთლაძე; მესამე პროექტის - Tongue Twister Wheel ხელმძღვანელი კი ინგლისური ენის მასწავლებელი თეონა თავშავაძე გახლავთ.
პროექტების ფარგლებში, მოსწავლეები საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციებს გაეცნენ და მათზე იმუშავეს.
პირველი პროექტის ფარგლებში, მათ ცნობიერება აუმაღლდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დედამიწაზე ზრუნვა და მისი მოფრთხილება. მეორე პროექტზე მუშაობისას კი კიბერბულინგის ფორმებს გაეცნენ.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებისას მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.
სკოლაში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები