მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში, ხელოვნების და ქრაფთის ინტეგრირებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, თემაზე - „გარემოზე ზრუნვა - მწვანე არქიტექტურის კონცეფცია საკუთარ ნამუშევარში“ საინტერესო აქტივობა ჩატარდა. აქტივობაში, III, IV, VI და VIII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროგრამის საკვანძო კითხვა - როგორ წარმოვაჩინო მაკეტში მწვანე არქიტექტურის მახასიათებლები? - გახლდათ.
მოსწავლეებმა მოწვეულ უფროსკლასელ ექსპერტებს უჩვენეს ნამუშევრებში მწვანე არქიტექტურის კონცეფციის ერთი ან რამდენიმე მიმართულება, კერძოდ:
„ასევე მათი აქტიური ჩართულობით მოეწყო ნამუშევრების „შოურუმი“, სადაც წარმოდგენილი იყო, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ნამუშევრები“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში მოწვეულმა უფროსკლასელმა ექსპერტებმა წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების თანახმად შეარჩიეს ორი გამარჯვებული ნამუშევარი, ხოლო დანარჩენი წარჩინებული მონაწილეები კონკრეტულ ნომინაციებში გამოარჩიეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები