მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.
მათ შორის იყო სკოლაში ჩატარებული პრეზენტაციები თემაზე - „11 თებერვალი მეცნიერ ქალთა დღეა“.
პრეზენტაციები, კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგის - ხათუნი ასანიძის დახმარებით, კლუბ „ბიოტექნოს“ აქტიურმა წევრებმა, რომლებიც მუშაობენ STEM მიმართულებით და VI კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს.
მოსწავლეები ჯგუფებად განაწილდნენ, მათ პრეზენტაციები როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ქალბატონებზე გააკეთეს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მეცნიერებაში და კიდევ ერთხელ აღნიშნეს დარგში ქალთა მიღწევები და შესაძლებლობები.
„მოსწავლეებმა სასკოლო სივრცეში აჩვენეს პრეზენტაციები და წარმოადგინეს მეცნიერი ქალების მიღწევები. ასევე, მათ მოამზადეს გაზეთი, რომელზეც დაიტანეს მეცნიერი ქალების შესახებ ბიოგრაფიები“, - გვიყვებიან სკოლაში.
კლუბის ხელმძღვანელმა პედაგოგმა მოსწავლეებს გააცნო, რომ ქალი მეცნიერის ცნება ჯერ კიდევ მსოფლიოს ძველ წერილობით წყაროებში გვხვდება.
„როგორც წესი, მეცნიერებით დაინტერესება ამ დროს მდიდარი და წარჩინებული ადამიანების პრივილეგია იყო. პრეზენტაციებში წარმოდგენილი წარმატებული მეცნიერი ქალების მიღწევების გაცნობა და მათი ბიოგრაფიები მოტივაციას მისცემს გოგონებს და მეცნიერების გზაზე თავდაჯერებულ ნაბიჯებს გადადგამენ მომავალშიც“, - აღნიშნავენ სკოლაში.
2015 წლის დეკემბერში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც, 11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, გაერო მსოფლიოს სახელმწიფოებს, ყველა ადამიანს და ორგანიზაციას მოუწოდებს, მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას. და რომ მეცნიერებაში სქესთა შორის განსხვავება მალე აღმოიფხვრება და იგი მოსწავლეებისთვის, ახალგაზრდა ქალებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს