სიახლეები
სიახლეები

KIU-ს კიბერუსაფრთხოების სატრენინგო პროგრამის მონაწილე, რომელმაც 66 წლის ასაკში გადაწყვიტა ახალი ცოდნის მიღება
15-03-2024
-
+


სწავლა რომ გვიან არასდროს არის, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ლიანა ჩარკვიანია, რომელმაც KIU-ს კიბერუსაფრთხოების სატრენინგო პროგრამის გავლა 66 წლის ასაკში გადაწყვიტა. 

ლიანა ჩარკვიანი რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დირექტორი გახლავთ და როგორც თავად ამბობს, დღევანდელ ციფრულ სამყაროში კიბერრისკების თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია შესაბამისი ცოდნის ფლობა. ამიტომაც, გადაწყვიტა KIU-ს „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“  ტრენინგკურსის გავლა.

„საკმაოდ აქტიური და დატვირთული რეჟიმით მაქვს. 66 წლის ასაკში ვსწავლობ დოქტორანტურაში. ჩემი დისერტაცია მედიაგანათლებას ეხება, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ყალბი ინფორმაციის ამოცნობა. ჩავთვალე, რომ კიბერუსაფრთხოების ცოდნა ყალბი ინფორმაციისგან დაცვის პრევენციაა. თან ეს არის სიახლე, რომლის გარეშეც ინფორმაციულ ეპოქაში ჩვენი ცხოვრება სახიფათოა. KIU-ს „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ტრენინგკურსის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელიდან შევიტყვე და დავრეგისტრირდი. ამ სფეროში ჩემი ცოდნა საგრძნობლად გაიზრდა, რასაც წარმატებით გამოვიყენებ საქმიანობაში. რუსთავის სკოლის უფროსკლასელებისთვის უკვე ჩავატარე ინტერაქტიური ლექცია კიბერუსაფრთხოების თემაზე. პროფორიენტაციის მიზნით, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას გავუწევ კიბერუსაფრთხოების სპეციალობას, რათა ახალგაზრდებმა სამომავლო პროფესიად აირჩიონ ის“, - აღნიშნა ლიანა ჩარკვიანმა.

მისი თქმით, კურსის გავლისას მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მიღებასთან ერთად, ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნო, რაც დაეხმარა საქმიანი და პროფესიული კონტაქტების გაზრდაში. 

„დღეს, ციფრულ სამყაროსთან ადაპტაციის პირობებში, ძალიან  აქტუალურია ინტერნეტის უსაფრთხოებისა და სარგებლის საკითხების ცოდნა. და რადგან, სწავლა არასდროს არ არის გვიან, ჩავთვალე, რომ  KIU-ს „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ტრენინკურსის გავლა აღნიშნული საკითხების დეფიციტს  შემივსებდა. ასეც მოხდა.  გარდა ცოდნის მიღებისა, ტრენინგკურსზე გავიცანი არაერთი ახალგაზრდა, რომელთა გვერდით ვგრძნობდი, რომ ასაკი მხოლოდ რიცხვებია. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მიღებულ ცოდნას ისევ ახალგაზრდებს გავუზიარებ და სხვა დაინტერესებულ პირებსაც ვასწავლი კიბერთაღლითებისგან თავის დაცვას“, - განაცხადა ლიანა ჩარკვიანმა

გადამზადების პერიოდში ქალბატონი ლიანა KIU-ს კამპუსში ცხოვრობდა და, ტრენინგის მონაწილეებთან ერთად, საუნივერსიტეტო ქალაქში იღებდა განათლებას. კურსის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ იმედი აქვს, რომ ცოდნის გაღრმავებას კვლავ გააგრძელებს, სხვა თემატურ კურსებსაც გაივლის და საკუთარ ცოდნას კიბერუსაფრთხოების  მიმართულებით საგრძნობლად გაიმდიდრებს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, USAID-ის მხარდაჭერით, დაფუძნდა KIU-ს კიბერუსაფრთხოების სასწავლო ცენტრი. KIU-სა და USAID-ს შორის პარტნიორობის მიზანია უმუშევრობის შემცირების ხელშეწყობა და  კვალიფიციური და ეკონომიკურად  კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადება კიბერუსაფრთხოების სექტორში. პროექტის განხორციელებაში KIU-ს ეხმარებიან უცხოელი და ქართველი პარტნიორი ორგანიზაციები და, შედეგად, შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სამი სხვადასხვა დონის მოკლევადიანი კურსი: კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკერის პრაქტიკული კურსი.

პროგრამის ფარგლებში 320-მა მონაწილემ მიიღო და გაიღრმავა ცოდნა. ასევე, KIU გახდა აშშ-ში დაფუძნებული EC-Council-ის, მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანოს აკადემიური პარტნიორი.

პროექტი  ხორციელდება USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

ოქროს და ვერცხლისმედალოსანი მოსწავლეები 300-150 ლარს მიიღებენ - რა დოკუმენტებია საჭირო 

კარგად თუ კარგათ// ალბათ თუ ალბად.. - ნამდვილად იცით, ამ სიტყვების სწორი ფორმები?

PISA-ს საცდელი ტესტირება საქართველოს სკოლებში ჩატარდა

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება