მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა სპორტულ მიღწევებს ყურადღების მიღმა არ ტოვებს და განსაკუთრებულად ამაყობს.
ამჯერად, სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლის - გეგა მჟავანაძის წარმატებით ხარობენ.
მან, ვასო გაროზაშვილის სახელობის ღია რესპუბლიკურ ტურნირზე, თავისუფალ ჭიდაობაში, 2011-2013 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, 26 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა. მოსწავლე ამ მიღწევისთვის, ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექციამ საპრიზო თასით, მედლითა და სიგელით დააჯილდოვა.
სკოლის ადმინისტრაცია გეგა მჟავანაძეს გამარჯვებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის“ საქმიანობას აჯამებს
„მადლობა ჩემი სკოლის ქიმიის მასწავლებელს, რომელმაც საგანი შემაყვარა“ - გაიცანით გიორგი ბალხამიშვილი, რომელმაც ქიმიაში 63-დან 62 ქულა მიიღო
სკოლა ამაყობს, რომ ოთხივე კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მაღალი ქულებიც მიიღეს
„წარმატებები საქართველოს ყველა ახალფრთაშესხმულ სტუდენტებს, გვიყვარხართ!“ - საყუნეთის საჯარო სკოლა
„მთავარია ჩვენ არ გავჭედოთ ქულების ნახვის დროს!“
„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...