მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, შემეცნებით გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის მასწავლებლების - თეა მოდებაძის, ანნა მერაბიშვილის, მედეია ბარძიმაძის, ინიციატივით, გარემოს შეცნობის მიზნით, გასვლითი, შემეცნებითი ღონისძიება განხორციელდა ახალციხის გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
სააგენტოს დაწყებითი საფეხურის I-Vl კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბუნებისმეტყველების სწავლებისას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საკითხის კვლევა-ძიებას, გამომდინარე აქედან მოსწავლეები დააკვირდნენ ბუნებრივი მოვლენების გამომთვლელ ხელსაწყოებს. ისინი, ასევე გაენენ ხელსაწყოების მუშაობის სპეციფიკას და საჭირო ინფორმაცია მიიღეს.
გასვლითმა ღონისძიებამ მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია და მათ მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.
ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.
სკოლაში სააგენტოს მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობას ვუხდით გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს თბილი და საინტერესო შეხვედრის წარმართვისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს