მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სკოლაში, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ლელა შალამბერიძე და თამარ კაცაძე ხელმძღვანელობდნენ.
აღნიშვნას მე-6 და მე-7 კლასელებიც შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნიერების მნიშვნელობაზე, საყვარელ წიგნებზე, ასევე წაიკითხეს საინტერესო ეპიზოდები სხვადასხვა მწერლისა თუ პოეტის შემოქმედებიდან.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შთამბეჭდავი და ძალიან საინტერესო იყო მოსწავლეთა მოსმენა, რადგან თითოეული მათგანის მიერ შერჩეული მოთხრობა, ლექსი თუ ეპიზოდი განსხვავებული იყო, ერთმანეთს ენაცვლებოდა ნოდარ დუმბაძის, რევაზ ინანიშვილის, გოდერძი ჩოხელის, ვაჟა-ფშაველას და სხვათა სახალისო თუ სევდანარევი ეპიზოდები.
„წიგნები აზრის ხომალდებია, ჟამთა ტალღებში რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას ტვირთს თაობიდან თაობას“; „წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბედურებაში თავშესაფარსა და დამშვიდებას იძლევა“, - აღნიშნული ფრაზები ლაიტმოტივად გასდევდა ღონისძიებას.
„წიგნი უკეთესი მომავლის გარანტი!“, „წიგნი ადამიანის მეგობარია...“, „უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“, - ამ ლოზუნგებმა კი სასკოლო საზოგადოება ერთი იდეის ირგვლივ გააერთიანა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს