მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია, საგაზაფხულო ღონისძიება, რომელიც დედისა და ქალთა დღეებს მიეძღვნა.
ბავშვებმა გაზაფხულის მოსვლა, 3 და 8 მარტი ერთად მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას და მათ წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მათ შორის მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და მათივე დადგმული სკეტჩები გაითამაშეს.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებმა მშობლებსა და მასწავლებლებს ხელით დამზადებული ბარათები და ხელოვნური ყვავილები გადასცეს და გულითადად მიულოცეს გაზაფხულის დღესასწაულები.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა გაზაფხულის მოსვლა ინგლისურ ენაზეც მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ - მუსიკის მასწავლებელი ირმა ჭიღვარია და ინგლისური ენის მასწავლებელი ბელა კიკნაძე.
მათ სკოლაში ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისა და დაუვიწყარი ემოციებისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს