მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, ამის დასტურია მრავალფეროვანი საგაზაფხულო ღონისძიება, რომელშიც მეოთხეკლასელები აქტიურად მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა, ხელმძღვანელ მაგდა ცირეკიძესთან ერთად, მრავალფეროვანი წარმოდგენა დადგეს, დედისა და ქალთა დღეები იზეიმეს და საყვარელ ქალბატონებს დღესასწაული საუკეთესო სურვილებით მიულოცეს.
ღონისძიების ბოლოს, ემოციური სოტყვებით მიულოცეს ეს დღე ერთმანეთს, დედისა და ქალის როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, ამ დღესასწაულების მნიშვნელობა.
„კიდევ ერთი, ლამაზი დღე, ვაჩუქეთ ერთმანეთს! გილოცავთ ქალბატონებო და დედებო კიდევ ერთხელ, გაზაფხულივით ლამაზ, სურნელოვან და ფერად ცხოვრებას გისურვებთ, მუდამ გემზიანოთ თქვენი შვილების წარმატებით, ყოველ დღე გეზეიმოთ დედაშვილური სასწაულის ბედნიერება! დედობა - ეს ხომ ხილული სასწაულია, დედა, მარტო დედა არაა! ყველაფერია, რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის! მადლობა, ჩემს პატარებს და მათ მშობლებს, სიმამაცეა შვილის გაჩენა, მაგრამ დედობა ნიშნავს გმირობას, შვილების აღზრდა - ყველაზე დიდი გამბედაობაა...“, - აღნიშნულმა სიტყვებმა მეტად ემოციური და დასამახსოვრებელი გახადა ღონისძიება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს