მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებითა თუ აქტივობებით.
მათ შორის აღსანიშნავია, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც საინტერესოდ წარიმართა.
სკოლაში აღნიშნეს, რომ დედის დღეს ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო არის ის, რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ ამ დღეს - ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით.
ამჯერად, IX კლასის მოსწავლეებმა დედებს ამაღელვებლი აქტივობა მიუძღვნეს, რომლის ორგანიზატორი კლასის ხელმძღვანელი ირმა ჯანაშვილი იყო.
მოსწავლეებმა დედები თბილი, სიყვარულით სავსე სიტყვებით დაახასიათეს, მიართვეს გაზაფხულის მახარობელი ყვავილები და ყოველივე საუკეთესო უსურვეს.
მასწავლებელმა მოსწავლეებს ამ დღის შექმნის ისტორიაც გააცნო და საკითხის შესახებ მათი ცოდნა აამაღლა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას სკოლის დირექტორიც ესწრებოდა. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორ მასწავლებელს, მოსწავლეებს კი უსურვა, რომ ყოველთვის ჰქონდეთ მადლიერებისა და პატივისცემის გრძნობა დედებისა და ქალბატონების მიმართ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს