მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით ღონისძიება დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ და შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
„დედის უანგარო სიყვარულმა მოსწავლეებს მისცა სტიმული და შესაძლებლობა, რომ დღე ნაყოფიერად გაეტარებინათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებაზე ასევე გაჟღერდა ვაჟა ხორნაულის სიტყვები დედაზე: „შვილი დაინახა და წელში გაიშალა როგორც ყვავილი წვიმიდან გამოსული“, რამაც ეს ღონისძიება კიდევ უფრო ემოციური გახადა.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს