მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამიტომ, მათი ხელმძღვალებით ბავშვები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო, შემეცნებითი კონკურსსა და აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეები ვანში, გალაქტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ და კონკურსში სახელწოდებით „თანამედროვე გალაკტიონი“ მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირის გამოცხადებულ კონკურსში - „თანამედროვე გალაკტიონი“ სკოლის მე-7 და მე-9 კლასები მონაწილეობდნენ.
კონკურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი ინტერესის გაღვივებას. მოსწავლეებს კონკურსის ფარგლებში ევალებოდათ ლიტერატურული ნაწარმოების შექმნა და თავიანთი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა.
გამარჯვებულები გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირის შექმნილმა სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ აკადემიკოსი გარი ჩაფიძე.
სკოლის რვა მოსწავლის: ნუციკო შამათავას, დიანა ძანძავას, შაკო შარიას, მარიამ წულაიას, გიორგი დუმბაძეს, ომარი კვიტიას, მეგი წულაიასა და ელიზაბედ ესართიას ნამუშევრები განთავსდა წიგნში - „კვლავ გვინათე, როგორც ახლა გვინათ...“ .
თითოეულ მოსწავლესა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ შორენა ბერიშვილს სერტიფიკატები გადაეცათ.
ასევე სერთიფიკატი გადაეცა სკოლის დირექტორს - ნატო ესართიას.
სკოლა ამაყობს მისი აღზრდილებით და უსურვებს წარმატების მწვერვალების დაპყრობას.
„სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის მშობლებს თანადგომისთვის, მოსწავლეებს თავიანთი შემოქმედების წარმოჩენისთვის, მასწავლებელ შორენა ბერიშვილს გაწეული მუშაობისთვის და მადლობა გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირის თითოეულ წევრს, ჩვენი მოსწავლეების შემოქმედების სწორი შეფასებისთვის. წინ მოსწავლეებო, ახალი იდეებისა და შემოქმედებისკენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს