მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - მაია ლორიამ და ნათელა ბრეგაძემ ჩაატარეს ანა კალანდაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო.
ანა კალანდაძე ქართული პოეზიის მშვენებაა. მას დამსახურებულად უწოდეს „პოეზიის დედოფალი“. 11 მარტს 15 წელი გავიდა პოეტის გარდაცვალებიდან. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად მოეწყო სკოლაში ღონისძიება, რომელიც მრავალფეროვანი, საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის იყო.
კონკურსის მონაწილე მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტ ანა კალანდაძის ულამაზესი ლექსები. ჟიურიმ შეაფასა ლექსების წაკითხვის სილამაზე და გამოავლინა კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებმაც დაიკავეს 1-ლი, მე-2 და მე-3 საპრიზო ადგილები.
პოეზიის საღამო გაალამაზა ვიდეორგოლებმა, რომლებიც ასახავდნენ ანა კალანდაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მოწაფეებმა მოისმინეს პოეტის მიერვე წაკითხული საკუთარი ლექსები.
„პოეზიის დედოფლის“ რამდენიმე ლექსზე მუსიკა შექმნეს კომპოზიტორებმა. მუსიკისა და სიმღერების ჯადოსნურმა ხმებმა დაატკბო გარემო. პოეზიის საღამო შემეცნებითი ხასიათისა იყო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს