მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლა საგანმანათლებლო სფეროს სიახლეებს, მიღწევებსა და გამოწვევებს წარმატებით უწყობს ფეხს.
16 მარტს, სკოლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ძველი თბილისის რაიონულ კონფერენციაში, რომელიც მიზნად ისახავს სკოლებს შორის სწავლება-სწავლის და სკოლის მართვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
კონფერენციაზე - „მოსწავლეთა მიღწევებზე ასახული მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება და საქმიანობა III“, სკოლამ წარადგინა საინტერესო პროექტის ამსახველი ფოტომასალა. პროექტის პრეზენტაცია მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. სკოლის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოება საინტერესო აქტივობებში ჩართეს.
„დამსწრე საზოგადოებას, მეორადი მასალით, დავამზადებინეთ ხელნაკეთი ჭადრაკის ფიგურები“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ პროექტმა დიდი მოწონება და სკოლის სტენდთან ხალხმრავლობა გამოიწვია.
„მადლობა, ორგანიზატორებს, ჩვენი სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს,“- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს