მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროექტში - „ადამიანის უფლებები - ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო“.
5 მარტს, სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა, რომლის თემაც ილია ჭავჭავაძის მოთხრობა - „სარჩობელაზედ“, გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი აზა ჯამბურიძე და ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვახტანგ შარადენიძე ხელმძღვანელობდნენ.
მე-9ბ კლასის მოსწავლეებმა: ნინო თურმანიძემ და ნია რობაქიძემ აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენეს მოთხრობის შინაარსი. შემდეგ კი, დისკუსია წარიმართა თემიდან გამომდინარე წინასწარ მომზადებული, პრობლემური და დღეისათვის აქტუალური კითხვებით:
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ასევე ნახეს ფრაგმენტი დოკუმენტური ფილმიდან - „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რამაც მათში დიდი ინტერესი გამოიწვია. დისკუსია საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა დამაჯერებლად და არგუმენტებით ისაუბრეს და გასცეს პასუხი ყველა კითხვას. მოიყვანეს მაგალითები პირადი ცხოვრებიდან და გაავლეს პარალელები ნასწავლ მასალასთან.
პედაგოგმა ვახტანგ შარადენიძემ, მოსწავლეებს შეახსენა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და გაანალიზა ნაწარმოებთან დაკავშირებული შესაბამისი პუნქტები.
მოსწავლეებმა ბოლოს გამართეს დისკუსია კითხვაზე: როგორ შეაფასებდით ძმების მოქმედებას, როდესაც პეტრეს სიკეთეს ქურდობით უპასუხეს?
მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს ასეთი დისკუსიები ხშირად გაიმართოს საგნების: ლიტერატურის, ისტორიისა და მოქალაქეობის, აქტუალურ საკითხებზე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს