მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
4 მარტს, სკოლის მე-6ბ (კლასის ხელმძღვანელი: დარეჯან ნემსაძე) კლასის მოსწავლეთა ისტორიაში, კიდევ ერთი ლამაზი და საინტერესო, თბილი და ღირსშესანიშნავი ფურცელი ჩაიწერა - უჩვეულო, იდეურად და ემოციურად დატვირთული...ღრმაშინაარსიანი...
მოსწავლეებმა, მშობლიური ენისა და ლიტერატურისა პედაგოგის - ვალიდა კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად წარადგინეს დებატები თემაზე: „აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერი“...
მოსწავლეთა შემოქმედებითობამ, ლოგიკურმა მსჯელობამ მოხიბლა დამსწრე საზოგადოება - სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე, დირექტორის მოადგილე ია ჩინჩალაძე, კლასის ხელმძღვანელი დარეჯან ნემსაძე და მოსწავლეთა მშობლები.
„ეთერისა და აბესალომის ტრაგიკულმა, მაგრამ ამაღლებულმა და ღვთაებრივმა სიყვარულმა, ასაკის მიუხედავად, უცნაურად აამეტყველ-ააჭიკჭიკა სიყვარულით ფრთაშესხმული ნორჩები...ღალატი, ორგულობა, სულგაყიდულობა, „მურმანისეკლობა“ ხომ მიუღებელი და ადამიანურობასთან შეუთავსებელი ცნებებია...პატარების თამამმა და აზრიანმა შეფასებებმა, მსჯელობის, კრეატიულობისა და შემოქმედებითი უნარების მაქსიმალურად ჩვენება-გამოვლენამ კი აღაფრთოვანა როგორც მშობლები, ასევე სკოლის დირექტორი ქ. ნინო ვარდოსანიძე, რომელმაც ალალად აღნიშნა, რომ ასეთი თამამი მსჯელობა, ალბათ, მეექვსე კლასელებს კი არა, მე-10-მე-11 კლასელებსაც კი გაუჭირდებოდათ... თავისი აღტაცება არ დაუმალავს კლასის ხელმძრვანელს - დარეჯან ნემსაძეს, რომელიც კმაყოფილი დარჩა მოსწავლეთა მაქსიმალური აქტიურობითა და ჩართულობით... დაბატები დაგვირგინდა ზღაპართან - „ეთერიანი“ დაკავშირებული საანკეტო კითხვარის შევსებით... გოგლა ლეონიძის უკვდავი სიყვარულის საგალობლის - „ყივჩაღის პაემანის“ ბადაგივით დამტკბარ-დამთბარი სტრიქონები კი „საუკუნო საგზლად“ გაიყოლეს ნორჩებმა...
შეიძლება ამაყად ითქვას: „კაცობრიობა რომ არ დაბერდეს“...ჩვენდა იმედად...თამამად მოდიხართ თქვენ მომავლიდან!“- აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეთა მიღწევები განსაკუთრებულად ახარებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს