მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება - „როცა ტოლები ვახსენებთ მამებს“, გაიმართა.
ღონისძიება, რომელიც მამების მიმართ სითბოს, სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვას ემსახურებოდა, მე-11ა კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს.
„ღონისძიების მთავარი მიზანი კლასის მოსწავლეთა მამებთან შეხვედრა, მათი ურთიერთგაცნობა (რადგან სკოლებს უმეტესად დედები სტუმრობენ ხოლმე), მოფერება, სიხარულისა და ბედნიერების წუთების ჩუქება იყო. მამა ხომ ოჯახის ძლიერი ფესვებია, რაზეც ეყრდნობა დედა და შვილები“, - აღნიშნეს სკოლაში და მამების როლზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა მამებს მხატვრულად წაკითხული ლექსები მიუძღვნეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს და ამით მათ მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეთა მიერ უდიდესი მღელვარებით წარმოთქმული ყველა სიტყვა, დასტური იყო იმისა, რონ მამები ცხოვრობენ მათთვის და მოსწავლეები კი, ცდილობენ არ დაუკარგონ მათ ენით აღუწერელი ამაგი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე, დირექტორის მოადგილე ია ჩინჩალაძე, კლასის დამრიგებელი ირინე ყურაშვილი, პედაგოგები, ბიბლიოთეკარი დარეჯან გედენიძე, მე-11ა კლასის მოსწავლეთა მშობლები. განსაკუთრებული სტუმრები იყვნენ მე-11ა დამრიგებლის მამა, ასევე პოეტი და მწერალი, გიზო თავაძე, რომლის ლიტერატურულ სარდაფსაც ბავშვობიდან სტუმრობენ მოსწავლეები.
საღამო გულთბილი სიტყვებით შეაფასეს დამსწრეებმა, პედაგოგებმა: დარეჯან ნემსაძემ და ვალიდა კვირიკაშვილმა, ყველაზე უხუცესმა მამამ, გიორგი ყურაშვილმა, ასევე მოსწავლეთა მამებმა: ბაჩუკი ბექელაძემ, ვალერი გოგოლაძემ და მამა ბასილ გამთენაძემ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ემოციებით დატვირთული რამდენიმე საათი მუდამ დარჩება დამსწრე საზოგადოების გულებში.
„რატომ არ წერენ მამებზე ლექსებს?! ალბათ დედაა უფრო მთავარი…“, - თუმცა მამა ხომ შვილის საყრდენი ძალაა, თვით სახელი „მამაც“ კმარა , რომ თავი ძლიერად იგრძნო. ბევრი გოგონაა, რომელთათვისაც მამა ყველაზე საყვარელი და გამორჩეული ადამიანია, ბევრსაც ეგონა, რომ გაზაფხული მოჰყავდა მამას“, - აღინიშნა ღონისძიებაზე, რამაც მეტად ემოციუი გახადა საღამო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს