მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობენ, სადაც თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ავლენენ.
მათ შორისაა გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა. კონფერენციას „ქართულ-ამერიკული სკოლისა“ და „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ წარმომადგენლები დაესწრნენ, სადაც ისინი სიტყვით გამოვიდნენ.
კონფერენციის საზეიმოდ გაიხსნა, დებატები გაეროს შტაბბინაში, მისი ისტორიის გაცნობა მონაწილეობა მოლაპარაკებებსა და რეზოლუციების შემუშავებაში - ეს არის არასრული ჩამონათვალი ის ღონისძიებებისა, რომლებშიც ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მოსწალვეები მონაწილეობდნენ.
ახალგაზრდებმა თანამედროვე გლობალური გამოწვევების კონტექსტში ჯანდაცვის, ეკონომიკის, ეკოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში, გაეროს დიპლომატებთან, პოლიტიკურ და ბიზნეს წრეების ლიდერებთან შეხვედრები გაიმართა, რაც მოსწავლეთათვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა ასევე პროგრამის ფარგლებში ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და განსაკუთრებული ემოციებით დაიმუხტნენ.
გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველაზე მასშტაბური მოდელირებული ღონისძიებაა. მას ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საშუალო და უმაღლესი სკოლებიდან 5 ათასზე მეტი დელეგატი ესწრება.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აჭარასი ბაღები და სკოლები 24 თებერვლიდან დაკეტილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება დედაენას მიუძღვნეს