სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რატომ არის მნიშვნელოვანი სწავლებისას ემოციების გამოხატვა?
04-05-2024
-
+


ემოციები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათი გამოხატვა გარკვეული პროფესიის ადამიანებს შესაძლოა უფრო ხშირად უწევდეთ. მათ რიცხვს მასწავლებლებიც მიეკუთვნებიან.

პედაგოგობას ხშირად, პირველ რიგში, როგორც ემოციურ საქმიანობას ისე აფასებენ. ისინი სასწავლო პროცესის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის ადამიანებს - მოსწავლეებს, მშობლებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდებიან. ეს კი განცდებთანაა დაკავშირებული. 

რატომ არის მნიშვნელოვანი სწავლებისას ემოციების გამოხატვა? - ამ საკითხზე მასწავლებელთა წრეებში ხშირად მსჯელობენ. ინტერესის საგანია, თუ როგორ აისახება, თითოეული ემოცია თუ ნაბიჯი მოსწავლეებსა და სასწავლო პროცესზე. ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია მოვიძიეთ და მკითხველს ვთავაზობთ. საკითხზე ედიტორიალი National Library Of Medicine-მა გამოაქვეყნა.
 
მასში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ვითარებაში, მასწავლებლებს დადებით ემოციები - მაგალითად, სიამაყე, სიამოვნება, კმაყოფილება და ბედნიერება ეუფლებათ. თუმცა, ასევე ადგილი მოიძებნება ნეგატივისთვისაც - მაგალითად, მოწყენილობა, ბრაზი, შფოთვა და იმედგაცრუება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი სულაც არ არის, რომ პედაგოგები ხშირად საუბრობენ სტრესზეც. 
 
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ. ამის საპირისპიროდ, მასწავლებლები, რონლებიც მოწყენილები, სევდიანები არიან, შეიძლება სამუშაო გადაწვის წინაშე აღმოჩნდნენ. პედაგოგები მსგავსი გამოწვევების წინაშე რომ არ აღმოჩნდნენ, სასურველია, ემოციების კონტროლი, მათი რაიმე გზით დარეგულირება ისწავლონ. 
 
მაინც, რატომ არის მნიშვნელოვანი სწავლებისას ემოციების გამოხატვა? - ზოგადად, საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ მასწავლებლებმა სწავლებისას დადებითი ემოციები უნდა წარმოაჩინონ. ეს პოზიტიურ საკლასო გარემოსა და კარგ კომუნიკაციას აყალიბებს, რაც კარგ საგანმანათლებლო შედეგებს იწვევს. მაგალითად, მოსწავლეების მოტივაცია იზრდება, ისინი უფრო მონდომებით სწავლობენ, გამოწვევებს არ უშინდებიან. 
 
გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ მასწავლებელთა ემოციები მათი გრძნობების, განზრახვების ან მოტივების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას გვაწვდის. ეს კი, თავის მხრივ, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, რომ მათ მოთხოვნებს ადეკვატურად უპასუხონ.
 
ჩატარდა კვლევა, რომელშიც მასწავლებლების დადებითი, უარყოფითი და ნეიტრალური ემოციების ეფექტი შეადარეს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მასწავლებლის დადებითი ემოციები მოსწავლეებს სიამოვნებთ; ასევე, ნეგატიური ემოციები მოსწავლეთა პროდუქტიულობას აძლიერებდა, ხოლო მასწავლებლის ნეიტრალური ემოციები მოსწავლეთა თანამშრომლობით უნარებსა და ჯგუფურად მუშაობის სურვილს აძლიერებდა. 
 
შედეგად, რასაკვირველია, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელთა ემოციები არამხოლოდ მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, არამედ მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზეც აისახება. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება