სიახლეები
სიახლეები

„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ, რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
18-03-2024
-
+


ბათუმში, კერძო სკოლა „პროგრესში“ ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. როგორც ETALONI.GE-ს უმაღლესი ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის” დამფუძნებელმა ნინო ჩიკვაშვილმა განუცხადა, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, სასწავლო პროცესი კი ხვალიდან, 19 მარტიდან ჩვეულ რიჟიმში განახლდება. 

როგორც ნინო ჩიკვაშვილმა გვითხრა, რამდენიმე საათის წინ სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა უცხოენოვანი შეტყობინება, რომელშიც აღნიშნული იყო რომ შენობაში ბომბი იყო დამონტაჟებული. აღნიშნული ინფორმაციის ნახვის შემდგომ უსაფართხოების მიზნით სკოლაში გამოცხადდა ევაკუაცია და გამოიძახეს შესაბამისი სამსახურები. 

„შემოწმება დასრულებულია, არაფერი აღმოჩნდა, თავიდანვე ვფიქრობდით, რომ ცრუ განცხადება იყო, თუმცა უსაფრთხოების მიზანებიდან გამომდინარე ევაკუაცია გამოვაცხადეთ და შესაბამისი სპეციალისტები გამოვიძახეთ. სკოლა უსაფრთხოა, სწავლა ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში განახლდება. 

აღნიშნული ფაქტის გამო გამოზიება დაწყებულია და იმედია მიაგნებენ შესაბამის პირს. მეილზე მოვიდა ინგლისურენოვანი შეტყობინება, სადაც ეწერა რომ სკოლაში ბომბი იყო... ძალიან ცუდია ასეთი ფაქტები რომ ხდება, იმედი მაქვს გამოძიების შედეგად გამოავლინდება დამნაშავე“, - განაცხადა სკოლის დამფუძნებელმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

სიახლეები

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები
საზოგადოება