სიახლეები
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს უმასპინძლა
18-03-2024
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა KIU- სტუდენტებს და წაუკითხა საჯარო ლექცია თემაზე - განვითარებული ინფრასტრუქტურა და ძლიერი რეგიონები - საქართველოს გზა ევროპისკენ

მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, ქვეყნის თანაბარზომიერ და მდგრადი განვითარების პოლიტიკაზე, საქართველოს რეგიონული როლის გაძლიერებისათვის საერთაშორისო მაგისტრალური გზებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, იმ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგებსა და გეგმებზე, რომლებიც აუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს და ქმნის ინვესტიციების მოზიდვის მეტ შესაძლებლობას.

ვიზიტისას მინისტრმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, KIU- რექტორ, პროფესორ ალექსანდრე თევზაძესთან, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორ მიხეილ ჩხენკელთან, უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან, ფონდ ქართუს გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად, საუნივერსიტეტო ქალაქის ახალი სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსების მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი ქართუ. უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. უნივერსიტეტი 2020 წელს გაიხსნა და დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი ჰყავს, რომლებიც სწავლობენ კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და მენეჯმენტის ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.: www.kiu.edu.ge).


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება