მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს თბილისისა და რეგიონების 26 მანდატურმა გენდერული ნიშნით ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენერთა ტრენინგი გაიარა.
„ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: გენდერული როლები და სტერეოტიპები; გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის განვითარების ძირითადი ეტაპები და აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი ძირითადი საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტები; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და CEDAW კომიტეტის სტანდარტები და პრეცედენტული გადაწყვეტილებები; ძალადობის ფორმები და მათი იდენტიფიცირების სირთულეები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე რეაგირების მექანიზმები; ძალადობაგამოვლილი პირებისათვის გათვალისწინებული სერვისები; ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური ასპექტები; ოჯახში ძალადობის თავისებურებები, ციკლი და დინამიკა; ბავშვზე ოჯახში ძალადობის ფორმები, რისკ-ფაქტორები და შედეგები; მსხვერპლის იდენტიფიცირება - საფრთხის სიგნალები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და შემსწრე ბავშვების ფსიქოლოგიური თავისებურებები და რეაქციები; ეფექტიანი კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები და სხვა.
ტრენინგი გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახორციელებს.
ტრენერთა ტრენინგს გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტები უძღვებოდნენ“, - აღნიშნულია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ