მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლა პედაგოგ დარეჯან სირბილაძეს გლოვობს.
დარეჯან სირბილაძე არაერთი წელი ღირსეულად ემსახურა მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს.
სკოლის დირექტორი თამარ ზარნაძე პედაგოგს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებს და მის ღვაწლსა და ამაგს აღნიშნავს.
„ათწლეულები ემსახურა საყვარელ საქმეს, არაერთი თაობა აღზარდა კურსების საჯარო სკოლის კედლებში მარტო ქართულს კი არა, სიყვარულს ასწავლიდა... თავად იყო სიყვარულითა და სითბოთი სავსე!!! ადამიანობის საზომი იყო. სხვანაირად აღიქვამდა სამყაროს სილამაზეს, ბუნების პეიზაჟებში ფიქრებით ჩაიკარგებოდა და თან გაგიყოლებდა...
უსასრულოდ შეგვიძლია ვწეროთ ჩვენს კოლეგაზე,.. დიდ მეგობარზე... რომელიც იმიერში გადასახლდა და თან წაიღო თავისივე დათესილი სითბო და სიყვარული ყოფილი კოლეგების, მეგობრების, მოსწავლეებისაგან...
"სიცოცხლე უნდა ქარიშხალს გავდეს,
მეხის გავარდნას გავდეს სიკვდილი-“ო.
დიახ, უბედურების ზარმა ჩამოჰკრა იმათთვის ვინც იცნობდა ქალბატონ დარეჯანს!...
.....სსიპ კურსების საჯარო სკოლის პედკოლექტივი ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, მოსწავლეებს დარეჯან სირბილაძის გარდაცვალების გამო!!!“- ვკითხულობთ დირექტორის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„ეტალონი“ უერთდება სამძიმარს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხელფასი 4818 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს