სკოლების რომელ წარმომადგენლებს ეხებათ უფასო მგზავრობა - დადგენილება
11-05-2024
დაკოპირებულია
-
+
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, თუ ვის მიეცემა უფლება, იმგზავროს უფასოდ.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული შეღავათი, სხვადასხვა კატეგორიის პირებთან ერთად, შეეხება სკოლის მოსწავლეებსაც.
„უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:
ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
ბ) სოციალურად დაუცველი პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-სს;
გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს;
დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში განლაგებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს;
ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს;
ვ) მარტოხელა მშობლებს;
ზ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირებს“, - ნათქვამია საკრებულოს დადგენილებაში.