მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებით ზრუნავენ, რომ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება მეტად ხალისიანი, მრავალფეროვანი და მათ სურვილებზე ორიენტირებული იყოს.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიებები ეწყობა, მათ შორის აღსანიშნავია დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებისთვის მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიება, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, გამართეს. ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილებმა ბავშვებმა სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებული სანახაობა შესთავაზეს და ოვაციებიც დაიმსახურეს.
წარმოდგენა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახადა, მოსწავლეთა ემოციურმა და გულწრფელმა სიტყვებმა. მათ დედებსა და ქალბატონ პედაგოგებს დიდი სიყვარულითა და პატიცივისცემით მიულოცეს ეს დღესასწაულები და ყოველივე საუკეთესო უსურვეს.
დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით სავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აჭარასი ბაღები და სკოლები 24 თებერვლიდან დაკეტილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება დედაენას მიუძღვნეს