სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლამ, ირმა ხეცურიანის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ სივრცეში, რაპირით მოფარიკავე გოგონათა შორის მუნიციპალურ პირველობას უმასპინძლა
19-03-2024
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლამ, ირმა ხეცურიანის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ სივრცეში, სპორტულ შეჯიბრს უმასპინძლა. 

შეჯიბრი, წყალტუბოს პირველობაზე, რაპირით მოფარიკავე გოგონათა შორის გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა ის მე-6 კლასის მოსწავლემ, ანა იობიძემ.

მე-2 ადგილის მფლობელი წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზიის მოსწავლე მარიამ ფხაკაძე გახდა. 

მე-3 ადგილი, ის წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-4 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დებმა: ანასტასია და ეკატერინე გაზდელიანებმა მოიპოვეს. 

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისში ლ.კირკიტაძის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირში.

მასწავლებელი ვლადიმერ გოქაძე გახლავთ, რომლის წვლილიც მოსწავლეთა წარმატებაში განსაკუთრებულია. 

სკოლაში მოსწავლეების წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ბ.ნ ვლადიმერს და ჩვენს სასახელო მოსწავლეებს“, -  აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“

გადამზადებული მასწავლებლებისთვის 4-დღიანი ტრენინგი ჩატარდა

2 უნივერისტეტის ავტორიზაციის საკითხს ხელახლა განიხილავს.
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას

მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე

მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს

საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება