მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას სამთაწყაროს საჯარო სკოლის მასწავლებელი მაია საკანელაშვილი ემსხვერპლა, რომელიც საჭეს თავად მართავდა.
ცნობილი ხდება, რომ ავტომობილი მოცურდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მანქანაში ასევე იჯდა 7 წლის ბავშვი, რომელიც თბილისში, ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.
Etaloni.ge დეტალების დასაზუსტებლად, სამთაწყაროს საჯარო სკოლის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. როგორც გავარკვიეთ, ავტომობილში მყოფი და კიდევ ორი მოზარდი (სულ სამი არასრულწლოვანი) მაია საკანელაშვილს მინდობით აღზრდაში ჰყავდა. თავად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გახლდათ, შემდეგ კი სპეცმასწავლებლად მუშაობდა.
სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორმა, ელენე გრიგორიადისმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ სკოლისთვის პედაგოგის გარდაცვალება დიდი დანაკლისია და სამძიმარი გამოუცხადა ოჯახს.
პედაგოგმა ეკატერინე ჩიტაურმა კი ჩვენთან, ავარიის დეტალებზე ისაუბრა.
„ძალიან ვწუხვართ და განვიცდით მომხდარს, თანავუგრძნობ ოჯახს, მის ახლობლებსა და ჩვენს სკოლას ასეთი ადამიანის გარდაცვალების გამო... დეტალები არ ვიცი, როგორც გავიგე, მოცურდა მანქანა და ის ადგილზე გარდაიცვალა... მაიას მეორეკლასელი ბავშვი ახლდა, რომელიც გადაყვანილია ინგოროყვას კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ჩაუტარდა გამოკვლევები, გონზე არის და აზროვნებს, ავარიის დროს გონება არ დაუკარგავს.
მაია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო, შემდეგ კი სპეცმასწავლებლად გადავიდა. მას 3 ბავშვი ჰყავდა მინდობით აღზრდაში, თავად კი 2 სტუდენტი გოგო ჰყავს“.
პედაგოგის გარდაცვალებას სამძიმრით გამოემხაურა სკოლაც:
„სამთაწყაროს საჯარო სკოლა და თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავისი თანამშრომლის, ყველაზე თბილი და კეთილი, ყველაზე მოსიყვარულე და გმირი დედის... ყველაზე სათნო და მისაბაძი ადამიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და ახლობლებს. მაია საკანელაშვილი - ადამიანი, რომელმაც ყველას საშინლად ატკინა გული.
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“.
etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ახლობლებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ