მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს მათემატიკური მუდმივას π რიცხვის შესახებ ჩატარებული კვლევების მოკლე მიმოხილვა, აჩვენეს როგორ მიიღეს π რიცხვი ( იგი მიიღება წრეწირის სიგრძის გაყოფით მისსავე დიამეტრზე, π 3,14), ასევე ისაუბრეს მისი მუდმივობისა და გამოყენების შესახებ.
ბავშვებმა გაკვეთილზე აღნიშნეს, რომ „პი“ რიცხვის π ასოთი აღნიშვნა პირველად გამოიყენა ინგლისელმა მათემატიკოსმა ჯონსონმა, ხოლო საყოველთაოდ მიიღეს 1737 წელს.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს მოაწყვეს სხვადასხვა მასალებისგან დამზადებული ნაკეთობების და ნახატების გამოფენა, ასევე წაიკითხეს ლექსები π რიცხვზე.
აქტივობები ძალიან საინტერესო და სახალისო იყო თითოეული მოსწავლისთვის.
14 მარტი π რიცხვის საერთაშორისო დღეა. ეს დღესასწაული ამერიკელმა ფიზიკოსმა ლარი შოუმ შემოიღო 1987 წელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეიბიჯიეს აკადემია“ ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მათ, ვინც განვითარების გზას ადგას“!
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ასეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე
მოსწავლეებმა, პედაგოგის, ანაიტ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს