სიახლეები
სკოლები

„ბუნებრივი კატასტროფები“ - წეროვნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი პროექტი
19-03-2024
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საინტერესო პროექტები და ღონისძიებები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში, X-XI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობითა და ბიოლოგიის მასწავლებელ ფლორა ბაქრაძის ხელმძღვანელობით, პროექტი „ბუნებრივი კატასტროფები“ განხორციელდა.

აღნიშნული თემის შესახებ X-XI კლასის მოსწავლეებმა: ნანა ნიკოლიშვილმა, ნინო გოდიშვილმა, მარიამ ალიბეგაშვილმა, სოფო ნონიაშვილმა, ანი ფილიამ, შალვა ეკალაძემ და გაბრიელ სიხარულიძემ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს. მათ ისაუბრეს ბუნებრივი მოვლენების გამომწვევ მიზეზებზე და აღნიშნეს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ამა თუ იმ სიტუაციაში.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი. მათ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მოტივაციისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:











კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის“ საქმიანობას აჯამებს


„მადლობა ჩემი სკოლის ქიმიის მასწავლებელს, რომელმაც საგანი შემაყვარა“ - გაიცანით გიორგი ბალხამიშვილი, რომელმაც ქიმიაში 63-დან 62 ქულა მიიღო

როგორ უნდა შეცვალოთ რეიტინგულ სიაში საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - დეტალური ინსტრუქცია და ვადები

პიროვნება
სკოლები

სკოლა ამაყობს, რომ ოთხივე კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მაღალი ქულებიც მიიღეს 

„წარმატებები საქართველოს ყველა ახალფრთაშესხმულ სტუდენტებს, გვიყვარხართ!“ - საყუნეთის საჯარო სკოლა 

სკოლაში მოსწავლეთა შედეგებით ამაყობენ და როგორც აღნიშნავენ, საუკეთესო აღზრდილებს წინსვლას უსურვებენ

„ჩვენს კურსდამთავრებულებს ვუსურვებ წარმატებულ სტუდენტობას და ბევრ გამარჯვებას ცხოვრების ასპარეზზე“ - ქუთაისის N19 საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება