მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მოტივაციით გამოირჩევა, რაც მოზარდების სწავლის ხარისხზე აისახება.
22 თებერვალს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-11ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი დიანა ზურებიანი) მოაწყვეს მათ მიერ განხორციელებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროექტის - „ბაგრატის ტაძარი“ პრეზენტაცია. (მასწავლებელი: ია კლდიაშვილი).
პროექტი მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის ერთი რომელიმე კონკრეტული ძეგლის შესწავლასა და კვლევას, მისი პოპულარიზაციის გზების შემუშავებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვას.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორის მოადგილე ია ჩინძალაძე, კლასის დამრიგებელი დიანა ზურებიანი, გეოგრაფიის მასწავლებელი შორენა კოხრეიძე, ისტორიის მასწავლებელი ვახტანგ შარადენიძე, სკოლის ბიბლიოთეკარი დარეჯან გედენიძე და სკოლის მენეჯერი მარი ივანიძე.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის სახელწოდება და მიზანი, წარუდგინეს პროექტზე მუშაობის გეგმა და აქტივობები, ფოტო და ვიდეომასალის ჩვენებით, ესეების სახით წარმოადგინეს მათ მიერ მოძიებული ტაძრის ისტორია, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე შესრულებული ფლაერი, გამოფინეს მათ მიერ შექმნილი ესკიზები.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ საგნის მასწავლებელმა შეაჯამა მოსწავლეთა მუშაობა და შემდგომი პროექტის განხორციელებისას ასევე წარმატებები უსურვა.
დირექტორის მოადგილემ - ია ჩინჩალაძემ შეაფასა პროექტი, მასწავლებლისა და მოსწავლეთა გაწეული შრობა და მოუწოდა მოსწავლეებს აქტიურად იმუშაონ ახალ პროექტზე.
მოსწავლეებს მომავალი პროექტის განხორციელებისას წარმატებები უსურვეს მასწავლებლებმა - შ. კოხრეიძემ და ვ , შარადენიძემ. ბიბლიოთეკარმა დ. გედენიძემ
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მეათეკლასელების მონაწილეობით ჩატარდა პროექტი: „ჩვენ ვსწავლობთ „ვეფხისტყაოსანს“