მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
26 თებერვალს, სკოლის Vა კლასში ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული ღონისძიება სახელწოდებით - „ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა“.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მიეძღვნა ყველაზე თბილსა და საფერებელ თემას - დედაშვილობას, მის არსსა და მნიშვნელობას სამყაროში. ეს უხილავი ძაფი თუ ბმა, რომელიც დედასა და შვილს შორის არსებობს, ჩაუშლელი და ჩაურღვეველია უფლის ძალითა და მადლით. ეს ყველაზე ძლიერი ურთიერთობაა, რაც დედამიწაზე არსებობს, რომელსაც ვერ ერევა ვერაფერი.
მოსწავლეები ღირსეულად წარდგნენ მაყურებლების წინაშე, დაღვარეს უსაზღვრო სიყვარული დედების მიმართ და გამოხატეს მადლიერება იმ ნათენები ღამეებისთვის, იმ ნაფერები წუთებისთვის, რომლებიც უხვად ჰქონდათ მშობლებს, მათი აღზრდის პროცესში.
„ღონისძიებამ ჩაიარა სითბოთი და სიყვარულით სავსე გარემოში, დაიღვარა ბედნიერების, მადლიერების, მონატრებისა და სიხარულის ცრემლიც. მოწვეულმა სტუმრებმა გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება თემის მიმართ, შეაფასეს მოსწავლეთა მიერ გათამაშებული როლები, მათი გულწრფელობა და მონდომება. გვისურვეს წარმატება“,- გვიყვებიან სკოლაში.
Vა კლასის მოსწავლეები და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მაია ნიკოლაძე, მადლობას უხდის სკოლის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინო ვარდოსანიძეს, კლასის ხელმძღვანელს, ქალბატონ თამთა გაჩეჩილაძეს, მოსწავლეთა მშობლებსა და მობრძანებულ სტუმრებს გვერდით დგომისა და ყურადღებისათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას