მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში ფერადი, მხიარული და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება - „დედა სიცოცხლის და სიყვარულის წყაროა!“ Iბ კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის - დალი რევაზიშვილის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს. მის წარმართვაში აქტიურად მონაწილეობდნენ მშობლები, ასევე, მუსიკის და ხელოვნების მასწავლებლები - სოფიო ბეგაშვილი და ქეთევან ქურდაძე.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მშობლები და პედაგოგები მიიწვიეს. სკოლის დირექტორმა - ლელა კაპანაძემ დამსწრე საზოგადოებას დედის დღე გულთბილად მიულოცა. ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და მისალოცი ბარათები დაამზადეს. მათ შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს.
„ღონისძიება იყო მეტად ამაღელვებელი და უსაზღვრო ემოციით სავსე“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მეათეკლასელების მონაწილეობით ჩატარდა პროექტი: „ჩვენ ვსწავლობთ „ვეფხისტყაოსანს“