მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა π რიცხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
ეს დღე შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა მათემატიკის კათედრაზე.
მათემატიკის კლუბის - „უსასრულობა“, წევრებმა: ბარბარე დანგაძემ და ერეკლე მეშველიანმა (მე-6გ კლასის მოსწავლეები) წარმოადგინეს საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას გააცნეს მათემატიკის საერთაშორისო დღის დაწესების ისტორია, - π რიცხვის მნიშვნელობა, მისი გამოთვლის ხერხები და ამ რიცხვის შთაგონებით შექმნილი შედევრები: მონუმენტი, მხატვრული ფილმი, მუსიკა და სხვა.
საინფორმაციო შეხვედრა შეაჯამა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა π რიცხვის სიმბოლური კავშირი ცხოვრებასთან და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მასწავლებელს შინაარსობრივად საინტერესო პრეზენტაციისთვის.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა კლუბის კურატორის, მათემატიკის მასწავლებლის მანანა წულაიას ხელმძღვანელობით ჩატარდა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მეათეკლასელების მონაწილეობით ჩატარდა პროექტი: „ჩვენ ვსწავლობთ „ვეფხისტყაოსანს“