მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ მეზვრიშვილი მომავალი თაობების აღზრდა-განათლების კეთილშობილურ საქმეს გულანთებული ემსახურება. თვლის, რომ სწორედ პროფესიის და ბავშვების სიყვარულია, ის აუცილებელი თვისება, რაც მასწავლებელს უნდა ჰქონდეს. პედაგოგიური მოღვაწეობის 30-წლიანი გამოცდილებითა და მოსწავლეთა წარმატებებით განსაკუთრებულად ამაყობს. სკოლის კეთილდღეობაზე დაუღალავად ზრუნავს, ურთიერთპატივისცემაზე აგებული, კეთილგანწყობილი ატმოსფერო კი მის სკოლას მოსწავლე-მასწავლებლებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს.
ზურაბ მეზვრიშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- პროფესიის სიყვარული, ბავშვების სიყვარული და ჰუმანურობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შექმნას და ურთიერთპატივისცემას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ძალიან კარგი.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ყველა საგანს ვისწავლი შეძლებისდაგვარად, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ საგნებს, რომლებიც მისაღებ გამოცდებზე მჭირდება.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- კეთილი, მზრუნველი, ბავშვების მოყვარული, სამართლიანი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- პედაგოგიური მოღვაწეობის 30-წლიანი გამოცდილება და ჩემი მოსწავლეების მიღწევები ოლიმპიადებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ქართული ლიტერატურა და საქართველოს ისტორია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.