მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა მომავლის გააზრებულად დაგეგმვა შეძლონ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
29 თებერვალს, სკოლას ყოფილი მოსწავლე და ახლა უკვე სტუდენტი - ომარ გუსეინოვი ეწვია, რომელმაც, სტუდენტური პროექტის - „თსუ დესპანის“ ფარგლებში შეხვედრა გამართა სკოლის უფროსკლასელ (IX, X, XI, XII) მოსწავლეებთან.
პროექტის მიზნიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიებისა და ასევე სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
„ეს მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მოსწავლეები ფიქრობენ, რომ ახლა უფრო უკეთ დაგეგმავენ მომავალს და გაუადვილდებათ პროფესიული არჩევანის გაკეთება“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც უფროსკლასელებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში აქტიურად ეხმარებიან.
სავანეთის საჯარო სკოლის საზოგადოება და დირექტორი ინგა მიქელაძე მადლობას უხდიან საინტერესო შეხვედრისთვის კურსდამთავრებულს - ომარ გუსეინოვს და უამრავ წარმატებას უსურვებს მას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას