სიახლეები
სკოლები

პატარა „ხაბაზები“ ტყიბულის N6 საჯარო სკოლიდან
20-03-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, სკოლის II კლასის მოსწავლეები კაფე „ძველ ტყიბულს“ ესტუმრნენ (დამრიგებელი - ლია ყურულოვი). მათი მიზანი იყო, პროფესიული რჩევებით მოემზადებინათ ყველა ასაკის ადამიანისათვის საყვარელი საჭმელი „პიცა“.

„პატარა „ხაბაზები“ მართლაც, რომ ლამაზი სანახავები იყვნენ. სრული ყურადღებით, მონდომებითა და მოტივაციით პიცის ცხობის მასტერკლასი შედგა. ქალბატონმა ლოლიტა ცქიფურიშვილმა ბავშვებს კვერცხის შეღებვის განსხვავებული მეთოდიც აჩვენა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

აქტივობაში ჩართულნი იყვნენ მშობლები, მასწავლებელი და ოჯახის წევრები. ხელიდან-ხელში გადადიოდა ახალი პროცედურისთვის გამზადებული კვერცხები. ზოგი ზედმეტ „ფუჩეჩს“ აცლიდა, ზოგი რეცხავდა, ზოგი აფერადებდა, ზოგი ზეთს უსვამდა და აპრიალებდა. ყველა თავის საქმეს აკეთებდა ერთი საერთო საქმისთვის.

კლასის დამრიგებელი, ლია ყურულოვი მადლობას უხდის კაფე „ძველი ტყიბულის“ მთელ გუნდს ასეთი დახვედრის, გამასპინძლების, სითბოსა და სიყვარულისთვის.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სწავლება კეთებით არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის ხანგრძლივად შენარჩუნებას.

ეს დღე პატარებისათვის დაუვიწყარი იქნება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“

განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია


ექსტერნატის გამოცდების რეგისტრაციისა და ჩატარების ვადები

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება დედაენას მიუძღვნეს 

ვიქტორინის მიზანი იყო განვლილი მასალის შეჯამება და ცოდნის ერთმანეთისთვის გაზიარება


საინტერესო

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი მიდგომა? 

სიახლეები
საზოგადოება