სიახლეები
პიროვნება

„თითოეული პედაგოგის მისიაა, მხარი დაუჭიროს და გვერდით დაუდგეს მოსწავლეს“ - ჯუნა ცხოვრებაძე, ბებნისის საჯარო სკოლის დირექტორი
20-03-2024
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის დირექტორი ჯუნა ცხოვრებაძე საკუთარი საქმის სიყვარულით გულანთებული ხელმძღვანელია. სწორედ, პროფესიის სიყვარული და ენთუზიაზმი აძლევს მოტივაციას საუკეთესოდ ემსახუროს მოსწავლეთა აღზრდა-განათლების კეთილშობილურ საქმეს.

ჯუნა ცხოვრებაძე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

  • იყოს საკუთარი საქმის პროფესიონალი, რადგან თუ მასწავლებელი საგანს მთელი ენთუზიაზმით ასწავლის ავლენს იმ უნარ-ჩვევებს, რაც პროფესიონალი მასწავლებლისთვის არის დამახასიათებელი და ამას მოვალეობის მოხდის მიზნით არ აკეთებს ეს შედეგის მისაღწევად წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. საქმისადმი სიყვარული ყველა პროფესიის ადამიანს ხდის პროფესიონალს. განსაკუთრებით კი პედაგოგს.
  • იყოს კარგი მრჩეველი, რადგან თითოეული პედაგოგის მისიაა, მხარი დაუჭიროს და გვერდით დაუდგეს მოსწავლეებს, როცა მათ ეს სჭირდებათ და მისცენ წინსვლის მოტივაცია, რადგან სწორედ მასწავლებელმა იცის მათი შესაძლებლობები. ყოველთვის სწორი დრო უნდა შეარჩიოს კარგმა პედაგოგმა  მოსწავლეთა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ. პრობლემა თუ აქვთ, დაეხმარონ როგორც უფროსი მეგობარი. მათი პიროვნების მიმართ გულწრფელი ინტერესი უნდა ქონდეს. მოსწავლემ უნდა დაინახოს, რომ მათზე ზრუნავენ, მათი კარგი ახარებთ; მის პრობლემას კი, როგორც საკუთარს, ისე განიცდიან.
  • შეეძლოს მოსწავლის უპირობო სიყვარული, მასწავლებელს უნდა უყვარდეს მოსწავლეები, ისეთები როგორებიც არიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უყვარდეთ მაშინაც, როცა ისინი ცუდად იქცევიან. უპირობო სიყვარული უნდა იყოს თითოეული მასწავლებლის გზამკვლევი შუქურა და თუ ეს შუქი ჩაგვიქრა, სიბნელეში ხელების ცეცებით მოგვიწევს გზის გაკვლევა, რაც დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთული პროცესია..
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

  • კარგად ფლობდეს კლასის მართვის სტრატეგიებს. რომელიც გულისხმობს მასწავლებლის ქმედებას, მიმართულს კლასში კარგი საკლასო და სასწავლო პოზიტიური გარემოს შექმნისკენ.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- თუ დაუკვირდებით, ძალიან მარტივია.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- უფრო მეტად დავფიქრდებოდი ჩემს სამომავლო პროფესიაზე. ვიზრუნებდი საკუთარ პროფესიულ თვითგამორკვევაზე. საკუთარ თავს ვკითხავდი: რატომ მინდა? რისთვის მინდა? ავირჩევდი იმ მიმართულებას, რისი კეთებაც სიამოვნებას მომგვრიდა, თან იქნებოდა კონკურენტუნარიანი და მაღალანაზღაურებადი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- რთულია ამაზე საუბარი. თუმცა ვთვლი, რომ მოსწავლეები იტყოდნენ „ჩვენი თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველი და მოსიყვარულე ჯუნა მასწავლებელი„

ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი. ყოველდღიურად უამრავ წერილს მწერენ, მეხუტებიან, გულში მიკრავენ. ბავშვები ყველაზე გულწრფელები არიან. სიყვარულს რომ არ გრძნობდნენ ასე არ მოიქცევიან. მეც არ ვაკლებ მზრუნველობას და სიყვარულს. შვილებივით მყავს ყველა ....

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- 20 წლის ვიყავი მათემატიკის პედაგოგად რომ დავიწყე მუშაობა, ხოლო 26 წლის ასაკში ბებნისი საჯარო სკოლის დირექტორი გავხდი. ამ წლების განმავლობაში უამრავი წარმატებული საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელე ჩემს უსაყვარლეს გუნდთან ერთად. ბებნისის სკოლა ერთერთია რომელიც თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი და ჰყავს პროფესიონალი კადრი, რომელთაც ყოველთვის ჰქონდათ ჩემი მხარდაჭერა პროფესიული ზრდის მიმართულებით. მაგრამ მთავარ მიღწევად მაინც მოსწავლის გულწრფელ სიყვარულს ვთვლი...

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მედიცინა და მითოლოგია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება