მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლაში პროექტული სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
20 თებერვალს, მაკვანეთის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის - რუსუდან ქორიძის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს პრეზენტაცია პროექტის - „ვიცხოვროთ ჯანსაღად“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვიდეოსლაიდები და ანიმაციური ფილმები, ისაუბრეს, თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკომანიის მავნებლობის შესახებ, ასევე წარმოადგინეს მათივე დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტი.
პრეზენტაციაში ჩართული იყო სკოლის ექიმი თამილა ცელაძე. ბოლოს სკოლის მოსწავლეებმა ნახეს ფილმი - „ქუჩის კატა სახელად ბობი“, რომელიც ნარკომანის ცხოვრებას ასახავს.
დასრულებისას მოსწავლეებმა ისაუბრეს ფილმზე და ნარკომანიის დაძლევის გზებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
აღსანიშნავია, რომ მაკვანეთის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აჭარასი ბაღები და სკოლები 24 თებერვლიდან დაკეტილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლე-მასწავლებლები წიგნის კითვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ