მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორი და ამავდროულად ისტორიის პედაგოგი ნაზო ბორჩაშვილი პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა. სკოლის ლიდერი მოსწავლეებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. მისთვის ბავშვის სიყვარული და კეთილგანწყობა უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, ცდილობს, მათთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს და ბავშვებისთვის საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს. მსგავსი დამოკიდებულება და მიდგომა კი მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნაზო ბორჩაშვილი პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- მოსწავლეების სიყვარული, მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული სწავლება, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოსწავლეებისა და მასწავლებლის ურთიერთკეთილგანწყობასა და მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული აქტივობების განხორციელებას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- როგორ მახარებ შენი აქტიურობით.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- საჭირო ცოდნის დაგროვებაზე ვიქნებოდი ორიენტირებული.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- კეთილგანწყობილი, მომთხოვნი და სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებული.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- სასწავლო პროცესში ყველაზე დიდი წარმატება ჩემთვის არის, მოსწავლეების მხრიდან ჩემი საგნის სიყვარული და მათი აკადემიური წარმატება.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- საქართველოს ისტორია და მსოფლიო ისტორია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.