მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-3 კლასში, რომლის დამრიგებელი ირმა ცენტერაძე გახლავთ, შთამბეჭდავი ღონისძიება გაზაფხულის პირველ დღესასწაულს - დედის დღეს მიეძღვნა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ოტია იოსელიანის „დედა- შვილის ზღაპრის“ ინსცენირება გაითამაშეს.
ბავშვები დედებს თბილი, სიყვარულის გამომხატველი სიტყვებით, სიმღერებით მიეფერნენ, გადასცეს თავიანთი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები და ყვავილები.
ღონისძიებაზე, მასწავლებელმა წაიკითხა მოსწავლეთა დაწერილი თხზულებები თემაზე - „ჩემი დედიკო“, ხოლო დედიკოები ეცადნენ ამოეცნოთ ვის ეკუთვნოდა ნაწერი.
ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას