მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით საინტერესო ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, სკოლაში გაზაფხულის პირველ დღესასწაულს - 3 მარტს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა საყვარელ დედიკოებს ეს დღე ლექსებით, სიმღერებით მიულოცეს. მათ ღონისძიებაზე ასევე „იავნანამ რა ჰქმნას“ მიხედვით სპექტაკლი გაითამაშეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მშობლებს მათ ცხოვრებაში, რამაც ეს დღე კიდევ უფრო ემოციური გახადა.
სკოლაში, პედაგოგებს: ქალთამზე სურმანიძეს, ნინო დუმბაძესა და თეონა დევაძეს ამ დღისთვის გაწეული შრომისთვის მადლობას უხდიან.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.