სიახლეები
პიროვნება

„ძალიან ვამაყობ ჩემი და მოსწავლეების მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობით“- ნათია გიორგაძე, თბილისის N142 სკოლის წამყვანი მასწავლებელი
20-03-2024
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლაში პროფესიონალი, მოტივირებული, მოსწავლეთა განვითარებასა და საკუთარ კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული მასწავლებლები ასწავლიან. ისინი აღსაზრდელებს არაერთ გამორჩეულ აქტივობას სთავაზობენ და ამ გზით, სასწავლო პროცესს ამრავალფეროვნებენ. 

ერთ-ერთი მათგანი წამყვანი მასწავლებელი ნათია გიორგაძეა, რომლის ხელმძღვანელობითაც მოსწავლეები ცოდნას იღრმავებენ. სწორედ ამიტომ, მისი აზრი სასკოლო საზოგადოებისთვის ყოველთვის საინტერესოა. ამჯერად, პედაგოგმა etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუს უპასუხა.

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მასწავლებელი უნდა იყოს მაღალკვილიფიცირებული და ჰქონდეს სურვილი პროფესიული განვითარების. მასწავლებელი უნდა იყოს მზად, მიიღოს თანამედროვე სამყაროში შემოსული სიახლეები გაიაზროს და თუ სასიკეთოდ წაადგებიან სწავლა-სწავლების პროცესს, გონივრული გზით დაამკვიდროს მის პროფესიულ მოღვაწეობაში. მასწავლებელი უნდა იყოს მეგობრული მოსწვლეებისადმი, ესმოდეს მათი და იზიარებდეს მათ გამოწვევებს.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ურთიერთპატივისცემას, სრულყოფილ ინტერაქცის, მოსაზრებების გაცვლას და გაზიარებას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „მადლობა, შესანიშნავი/საინტერესო მოსაზრებაა"

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, აბიტურიენტს აქვს მეტი შესაძლებლობა, მოიპოვოს მეტი ინფორმაცია და ასევე დაეუფლოს სხვა საჭირო უნარჩვევებს. მასწავლებლის დახმარებით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სიღრმისიულად დავეუფლებოდი სასურველ საგანს.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- სამართლიანი, ტოლერანტი, შრომისმოყვარე.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მე ძალიან ვამაყობ ჩემი და ჩემი მოსწავლეების მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობით. ჩვენ ერთად ვმსჯელობთ, ვგეგმავთ და  ვქმნით საინტერესო პროექტებს. ვაწყობთ კლუბურ შეხვედრებს.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- უცხოური ენები, უცხო ქვეყნები, ადამიანთა კულტურა და ტრადიციები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება