სიახლეები
პიროვნება

„ვცდილობ, ჩემი უშუალობით, დავეხმარო მოსწავლეებს გამოხატონ საკუთარი ნება“- ეკატერინე ენდელაძე, თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი
20-03-2024
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე სასკოლო საზოგადოებისთვის განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს ქმნის. მისი ხელმძღვანელობით, სკოლამ არაერთ წარმატებას მიაღწია. 

ის ისეთი მასწავლებელი და დირექტორია, რომელიც მოსწავლეებთან დიალოგისთვის მუდამ ღიაა. ასევე, მიაჩნია, რომ შეუძლია მოსწავლისგანაც თავად ისწავლოს - ეს მან etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუშიც აღნიშნა. ცდილობს, რომ საკუთარი უშუალობით, მოსწავლეებს დაეხმაროს, გამოხატონ საკუთარი ნება, იყვნენ გაბედულები და შეძლონ პოტენციალის გამოვლენა.   

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მოსწავლეები მეტი მონდომებით სწავლობენ იმ მასწავლებლების ხელმძღვანელობით, რომლებსაც სჯერათ მათი და რომლებიც სიტყვით თუ საქმით გამოხატავენ მოსწავლეთა მიმართ მზრუნველობას, მათ პატივისცემას.

კარგი მასწავლებელი არის მისაბაძი მოდელი, ყველაზე კომპეტენტური პირი საკლასო ოთახში, ცოდნის ერთ-ერთი უტყუარი წყარო;

კარგი მასწავლებელი არის სასწავლო პროცესის ორგანიზატორი, იგი უზრუნველყოფს მოსწავლეების დროის რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას;

კარგი მასწავლებელი არის მოსწავლეთა მიღწევებისა და პროგრესის აღმომჩენი და დამმოწმებელი - სამართლიანი და რეალისტური შეფასება კარგი მოტივიაა სწავლისთვის, ის მოსწავლეს წინსვლისა და წარმატების განცდას უჩენს.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- წესრიგისა და წესების დაცვა ყველა სკოლაში მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. თუ დემოკრატიული ლიდერობის პირობებში, სკოლაში წარმოებს დისციპლინის შენარჩუნება, მოსწავლეები ბევრ რამეს სწავლობენ დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ....

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- გავიცინეთ და გვეყოფა.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- თანახმა ვარ ვიყო ერთ ძალზედ პატარა წიგნებით გარშემორტყმულ ოთახში და ვიკითხო დაუსრულებლად. თითოეულ აბიტურიენტს ვუსურვებ უდიდეს წარმატებას და სკოლის წლებიდან მათთვის სანატრელ სტუდენტურ ხანაში გადანაცვლებას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მუდმივად ვცდილობ ვიყო გულახდილი, ვხედავ საკუთარ ღირსებებსაც და ნაკლოვანებებსაც. ვცდილობ, ჩემი უშუალობით დავეხმარო მოსწავლეებს გამოხატონ საკუთარი ნება, იყვნენ გაბედულები და შეძლონ პოტენციალის გამოვლენა.

ვფიქრობ, ვარ მასწავლებელი ვინც მუდამ ღიაა მოსწავლესთან დიალოგისათვის და რომელსაც მიაჩნია, რომ შეუძლია მოსწავლისგანაც თავად ისწავლოს.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი წარმატება და ჯილდო მოსწავლეებისაგან გამოხატული სიყვარული და მომავალი თაობების  ღირსეულ მოქალაქეებად ფორმირებაა.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მოსწავლეობის დროს ვიყავი მოტივირებული, რომ მიმეღწია იმ მიზანისათვის, რაც ჩემთვის ფასეულია. მიზანი კი მრავალი ფაქტორისგან შედგებოდა - მათ შორის: ოჯახური მდგომარეობა, პატივისცემა, სამსახურეობრივი სტატუსი და პირადი ცხოვრება. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება