ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მხატვრული კითხვის კონკურსში საპრიზო ადგილები დაიკავეს
20-03-2024
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის ნიჭიერი, შემოქმედებითი და მიზანდასახული მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
19 მარტს, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლთა მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა. მასში ჭარნალის საჯარო სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს, შედეგად კი, მე-4 კლასის მოსწავლე ანასტასია გვიანიძემ, საუკეთესო დეკლამაციისათვის, მეორე ადგილი დაიკავა. მე-9 კლასის მოსწავლე თათია თავართქილაძემაც მეორე ადგილი მოიპოვა, ხოლო მე-11 კლასის მოსწავლე ხატია აბაშიძემ პირველი ადგილი დაიმსახურა.
„ვულოცავთ სამივე მოსწავლეს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც! დირექცია მადლობას უხდის ბელა კვირკველიასა და მელანო ჭელიძეს, გაწეული შრომისთვის“,- ამბობენ სკოლაში.